ალეკო ელისაშვილი

პროფილები / ოპოზიცია

ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პატიმარი

დაბადების თარიღი
17 იანვარი, 1978

ალეკო ელისაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერია, რომელიც პატიმრობაშია. პირველი ინსტანციის სასამართლომ ის თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივში ცეცხლის გაჩენის მცდელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ახლა კი საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, პროკურატურას ელისაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ ოჯახთან და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს.