კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ზაზა კვიციანია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაზა კვიციანი გახდა. კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ ის სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელებს წარუდგინა.
სამინისტროს ცნობით, ზაზა კვიციანს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სააგენტოს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე ის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.
წყარო: პუბლიკა




