ბორის ჩელე ყურუა 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას რაციონალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს

ადვოკატის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ჩელე ყურუას შეფასებით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებისთვის ყველაზე რაციონალური გამოსავალი ბრალის აღიარება და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა. მისი თქმით, საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს, ქართულ სასამართლოში კი სამართლის პოვნა რთულია. ყურუამ ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი ჩხვირკიას სახელით საპროცესო შეთანხმება უკვე მოითხოვეს, თუმცა ზოგიერთი ბრალდებული, მათ შორის ირაკლი ნადირაძე, ამ ვარიანტს არ განიხილავს. „ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და ამ სასამართლოში „დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი?
, - თქვა ყურუამ და დასძინა, რომ ამის გამო საპროცესო შეთანხმებაზე ხელის მოწერას რაციონალურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.




