მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლოს ინფორმაციით, ეს პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. სასამართლოს ინფორმაციით, თვითგანრიდების თაობაზე მანანა კობახიძემ სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.
მანანა კობახიძე პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს აირჩია. მისი მოსამართლეობის 10-წლიანი კანონიერი ვადა 2027 წლის თებერვალში ამოიწურებოდა.









