ზოდელავას ადვოკატი: საპროცესო შეთანხმება საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში გაფორმდა

მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, მაია მუმლაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საპროცესო შეთანხმება საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში გაფორმდა. მისი თქმით, ზოდელავამ პირველ პროცესზე დაადასტურა, რომ ვინმეს მიტოვებას არ აპირებდა, და ამ პროცესების განმავლობაში თავისი პოზიცია, გადაწყვეტილება და ვაჟკაცობა დაადასტურა.
მუმლაძემ განმარტა, რომ შეთანხმება გაფორმდა მხოლოდ იმ საყოველთაო შეთავაზების ფარგლებში, რომელიც ყველამ, მათ შორის ტელევიზიით, მოისმინა და რომელიც საპროცესო შეთანხმებისთვის მზაობას ეხებოდა. მისი აზრით, ეს შესაძლებლობა ახლა ნამდვილად არსებობს და თუ ვინმე ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს, შესაძლოა, საპატიმროს დატოვოს.
ადვოკატმა თქმა, რომ ოჯახის წევრის სახით ძალიან მოსწონს ზოდელავას გადაწყვეტილება: „ვთვლი, რომ ყველა პატიმარმა უნდა დატოვოს ციხე რაც შეიძლება მალე და თუ ეს დღევანდელი დღე ვინმესთვის გახდება გზა და შესაძლებლობა, ვიქნები მხოლოდ ბედნიერი“. მისივე სიტყვით, მართალი ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა იყვნენ თავისუფლებაზე.
მუმლაძემ დასძინა, რომ დარწმუნებულია, ზოდელავა თავისი გადაწყვეტილებებისა და პოზიციების შესახებ განმარტებას თავად გააკეთებს, როცა საპატიმროს დატოვებს.
4 ოქტომბრის მოვლენებზე მსჯავრდებულების, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ამის შემდეგ მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.









