გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმის პროკურორმა პროკურატურა დატოვა

ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე სპეცრაზმელების თავდასხმის საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ პროკურატურა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აცნობა.
ნადირაძემ დაწერა: „საქართველოს პროკურატურაში ჩემი საქმიანობა დასრულდა.“
როგავასა და მაისაშვილს 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ამ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 2026 წელს დაიწყო.
7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წელს აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.
გენერალური პროკურორის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სამი ბრალდებული კი 7 მაისს დააკავეს. თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა აქვთ შეფარდებული.









