ეკა ბარბაქაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. მან განიხილა „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტისა და რედაქტორის, დიტო ჩუბინიძის საქმე და პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა, რის შედეგადაც ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ჩუბინიძეს საბოტაჟსა და ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს. მოგვიანებით, 29 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლომ ბარბაქაძის გადაწყვეტილება შეცვალა და პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოთი ჩაანაცვლა.

