პოლიტიკა

თურქეთში დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში დააბრუნეს

თურქეთში დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში დააბრუნეს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, თურქულმა მხარემ დღეს საქართველოში დააბრუნა.

ჯაფარიძეს თურქეთში შესვლაზე გუშინ უარი უთხრეს და დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ალდემ“ გაავრცელა. ამის შემდეგ ჯაფარიძემ თავად დაწერა სოციალურ ქსელში და განაცხადა, რომ 2025 წლის ნოემბრიდან მას თურქეთში შესვლაზე „ბანი“ ადევს.

ჯაფარიძის თქმით, ის ბრიუსელში მიემგზავრებოდა, სადაც Renew Europe-ის მიწვევით ლიდერების სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა. თურქეთში ავიაკომპანიის გამოცვლა უწევდა და საზღვარზე დააკავეს.

„როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო“, - წერს ჯაფარიძე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ