პოლიტიკა

შსს: ჯაფარიძისთვის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა

შსს: ჯაფარიძისთვის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თურქეთის აეროპორტში დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯაფარიძისთვის რომელიმე ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ ყოფილა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ის თურქეთში, საზღვარზე დააკავეს. პოლიტიკოსის ინფორმაციით, მას განუმარტეს, რომ 2025 წლის ნოემბრიდან ქვეყანაში შესვლაზე „ბანი“ ადევს, რადგან მათ ინფორმაცია საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან მიიღეს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მას ქვეყანაში ხვალ აბრუნებენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ