საზოგადოება

რელიგიის საკითხთა სააგენტომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა

რელიგიის საკითხთა სააგენტომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მცხეთობა მიულოცა. ინფორმაცია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია.

განცხადების თანახმად, 14 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმინდა მეფე მირიანი, წმინდა დედოფალი ნანა, წმინდა სიდონია და წმინდა აბიათარი მოიხსენიებიან.

სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მშვიდობასა და სიკეთეს უსურვებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ