სვეტიცხოვლობას კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის გამო, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აღავლენს. მას წმინდა სინოდის წევრები ეწვევიან.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. წირვას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამობრძანებული სტუმრები დაესწრებიან.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 14 ოქტომბერს და 13 ივლისს. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.









