პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სიმპოზიუმის მონაწილე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სიმპოზიუმის მონაწილე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ისინი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმყოფებიან. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა დელეგაციების ხელმძღვანელებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სიმპოზიუმში მათი მონაწილეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი.

შეხვედრას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ