საზოგადოება

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს. უწყების განმარტებით, 2026 წლის 26 ივნისიდან ირანის მოქალაქეს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი შეუწყდა და საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

შსს-ის ცნობით, რაჰიმიანის მიმართ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სამინისტრო განმარტავს, რომ ის საქართველოში 2022 წლის 22 აპრილს შემოვიდა, ხოლო იმავე წლის 26 დეკემბერს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართა.

„უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ ირანში გაძევების შემთხვევაში რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური და მყისიერი საფრთხე შეექმნება. ორგანიზაციის თქმით, დაკავებულ აქტივისტსა და მის მეუღლეს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებიც ქართულ სკოლაში სწავლობენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ