„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სერვისცენტრი გაიხსნა

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში, დ. აღმაშენებლის ხეივანის 129-ში, ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა. მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის ელექტრომობილების კომპლექსური დიაგნოსტიკის, მაღალი ძაბვის სისტემების შემოწმებისა და აღდგენითი სამუშაოების მომსახურების მიღება შეუძლიათ. მომსახურება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებზე ვრცელდება.
სივრცე თანამედროვე სპეციალიზებული დანადგარებითაა აღჭურვილი, მომსახურებას კი საერთაშორისო პარტნიორებთან გადამზადებული ტექნიკური სპეციალისტები უზრუნველყოფენ. სერვისი მოიცავს ავტომობილის კომპლექსურ დიაგნოსტიკას, ელექტროსისტემების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ელექტროძრავისა და მაღალი ძაბვის სისტემის სხვა კომპონენტების შემოწმებასა და აღდგენას. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს სათადარიგო ნაწილების მოძიებასა და შეკვეთაშიც ეხმარებიან.
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის დირექტორის, ნიკა მაღრაძის თქმით, ახალი სივრცის მიზანია, ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მფლობელებს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებას, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს აერთიანებს. მისივე განმარტებით, კომპანია გეგმავს დამატებით ტრენინგებს და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა სხვადასხვა მწარმოებლის ტექნოლოგიების შესახებ ცოდნა განაახლონ.
„თეგეტა მოტორსის“ სერვისის ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის, ნიკა ბოჭოიძის განცხადებით, სერვისცენტრი მაღალი ძაბვის სისტემების დიაგნოსტიკასა და ტექნიკურ მომსახურებას, ასევე ავტომობილის მართვის მოდულების პროგრამირებას ახორციელებს შესაბამისი ბრენდებისა და სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით. სამუშაოების დაწყებამდე ავტომობილს დიაგნოსტიკას უტარებენ და ტექნიკურ მდგომარეობას აფასებენ. საჭიროების შემთხვევაში მაღალი ძაბვის ელემენტის რემონტიც სრულდება, რაც ცალკეული მოდულების შეცვლას, ბალანსირებასა და დამატებით ტექნიკურ პროცედურებს მოიცავს.
ელექტრომობილების მომსახურების მიმართულების განვითარება კომპანიის გრძელვადიანი გეგმების ნაწილია. „თეგეტა მოტორსი“ ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისის სხვა ფილიალებში გაფართოებასაც გეგმავს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „თეგეტა მოტორსი“ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება.








