ბიზნესი

„ალდაგი“ „საქართველოს ბანკის“ პარალიმპიელთა მხარდაჭერის პროექტს შეუერთდა

„ალდაგი“ „საქართველოს ბანკის“ პარალიმპიელთა მხარდაჭერის პროექტს შეუერთდა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „საქართველოს ბანკის“ მიერ ინიცირებულ პროექტს „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ უერთდება. ეს მონაწილეობა კამპანიის „მიზნისკენ მშვიდი გონებით“ ფარგლებში მოხდება. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკი“ პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია. მისი მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ქართული ბრენდების ჩართვა, რათა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა საკუთარი შრომისა და მიღწევების შესაბამისი აღიარება მოიპოვონ.

„ალდაგისთვის“ ამ პროექტის მხარდაჭერა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ბუნებრივი გაგრძელებაა. ინიციატივა კამპანიის მასშტაბის გაფართოებას, საქართველოში პარაოლიმპიური სპორტის განვითარების ხელშეწყობასა და სპორტსმენებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად, რომლებიც მათ პოტენციალის სრულად რეალიზებისა და ახალი წარმატებების მიღწევის საშუალებას მისცემს.

კამპანიის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ მიერ წარდგენილი პარალიმპიელებიდან „ალდაგი“ ანა ჯაფარიძის მხარდამჭერია. მისი წარმატების გზა პარატაეკვანდოში არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას აერთიანებს. „ალდაგისთვის“ ჩემპიონების გვერდით დგომა მათი მიღწევების აღიარებასა და იმ პირობების უზრუნველყოფას ნიშნავს, რაც სპორტსმენებს მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

„პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა, ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და პარაოლიმპიური მოძრაობის გაძლიერებაში. ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით, გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც კომპანიას, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლა და შეუპოვრობა სათანადოდ არის დაფასებული. გვჯერა, რომ საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია“, - აცხადებს „ალდაგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი ქეთევან მაღალაშვილი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ