ბიზნესი

გიორგი პერტაიამ შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარესთან ბიზნესთანამშრომლობა განიხილა

გიორგი პერტაიამ შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარესთან ბიზნესთანამშრომლობა განიხილა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარე ლი დონს შეხვდა.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ვეკუა, პალატის წარმომადგენელი შანხაიში თორნიკე მელაძე, გუანდუნის პროვინციაში პალატის წარმომადგენელი ბექარ მიქაბერიძე და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი ბექა ინჯია.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, სავაჭრო მისიებისა და B2B შეხვედრების ორგანიზება. განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით თანამშრომლობას დაეთმო.

მათ ასევე იმსჯელეს GIAC-სა და შანხაის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს (SHIAC) შორის თანამშრომლობაზე. ეს, სავაჭრო პალატის ინფორმაციით, კომერციული დავების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტას და ქართული ბიზნესის ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს.

გიორგი პერტაიამ განაცხადა: „ჩვენი მიზანია, ჩინელ პარტნიორებთან კომერციული დავების შემთხვევაში ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ საკუთარი ინტერესების დაცვის სწრაფი და ეფექტიანი შესაძლებლობა, რაც მათ ხელშეკრულების გაფორმებისას მეტ თავდაჯერებულობას შესძენს და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ