სპორტი

იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველი გახდა

იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველი გახდა

სადაზღვევო კომპანია იმედი L MMA-ის ღონისძიების, RKENA 2026-ის, მზღვეველია. წყაროს თანახმად, ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური MMA ღონისძიებაა.

17 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია RKENA ამერიკულ ორგანიზაცია PFL-ს (Professional Fighters League) უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე სულ 15 ბრძოლა გაიმართება: 9 პრელიმის და 6 მეინ ქარდის. მთავარ ქარდზე RKENA-ს ექვსი მებრძოლი PFL-ის ექვს ათლეტს დაუპირისპირდება. ქართული და ამერიკული MMA ორგანიზაციების ამ ფორმატით თანამშრომლობა პირველია.

სტუმრებს იმედი L-ის სპეციალური სივრცე დახვდებათ, სადაც 18 წლიდან ზევით ასაკის ნებისმიერ მსურველს საკუთარი ძალების გამოცდა შეეძლება. თითოეული დარტყმა ქულით შეფასდება, მონაწილეთა შედეგები კი საერთო რეიტინგში აისახება. ღონისძიების ბოლოს ორი გამარჯვებული გამოვლინდება და იმედი L-ისგან საჩუქრად სკუტერებს მიიღებს.

RKENA 2025 წელს დაფუძნდა და ახალი მებრძოლების აღმოჩენასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. იმედი L RKENA-ს ღონისძიების მზღვეველი მეორედ ხდება. სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერით კომპანია ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

იმედი L-ში აცხადებენ: „იმედი L-ისთვის მნიშვნელოვანია იმ ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული სპორტის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. RKENA-სთან თანამშრომლობით, კომპანია ხელს უწყობს რეგიონში MMA-ის პოპულარიზაციას და ქართველი მებრძოლებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ