პოლიტიკა

ხორგუანი: ივანიშვილი უმრავლესობის სხდომაზე გუნდის დაშოშმინებას შეეცდება

ხორგუანი: ივანიშვილი უმრავლესობის სხდომაზე გუნდის დაშოშმინებას შეეცდება

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ სოფიო ხორგუანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 17 ოქტომბერს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე „გუნდის დაშოშმინებას“ შეეცდება. ხორგუანმა ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, კირცხალიას უმრავლესობის ლიდერად არ აღიარებენ. ხორგუანი ამბობს, რომ გუნდში ერთგვაროვნება არ არის და დაპირისპირება გარეთაა გამოსული. მისივე თქმით, ეს ვარაუდი არ არის, რადგან ყველაფერზე ეტყობა. დეპუტატმა გაიხსენა 1 ოქტომბერიც და თქვა, რომ პარტიას ამჯერად ზარ-ზეიმით არ მოულოცავს და დითირამბებით საკუთარი თავი არ შეუმკია.

ხორგუანის შეფასებით, ივანიშვილი მივა და იტყვის: „ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს“. ხორგუანის მოლოდინით, ივანიშვილი ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას კი წაახალისებს. მისი თქმით, პატარა ბიჭები ძალიან გაერთნენ თავიანთ არასერიოზულ თამაშებში და საქმე იქამდე მივიდა, რომ ამბობენ: „ბატონო ბიძინა, მიშველე, მომხედე“.

პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ხორგუანმა თქვა, რომ მისი მთავარი სამიზნე პარტია „გახარია საქართველოსთვისაა“. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება დასავლეთის წინაშე „ფეხების ბაკუნს ჰგავს“.

ხორგუანის თქმით, სარჩელი შარშან, 28 ან 29 ოქტომბერს, იმ დღეს შეიტანეს, როცა მისი პარტია პარლამენტში შევიდა. მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში ამ სარჩელზე არავის უსაუბრია და არც შედეგი ჩანდა, ახლა კი უცებ გაიხსენეს. ხორგუანი ამბობს, რომ შიგნით „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებად გაყიდიან, გარეთ კი დასავლეთს ეუბნებიან, რომ მათი აზრი არ აინტერესებთ და საპარლამენტო პარტიას აუქმებენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ