პოლიტიკა

ჯაფარიძე: პოლიტიკური საქმიანობა სოციუმის დიდ ჯგუფს ეკრძალება

ჯაფარიძე: პოლიტიკური საქმიანობა სოციუმის დიდ ჯგუფს ეკრძალება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, არამედ დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს, რომელიც ბოლო წლებში რაიმე ფორმით იყო ჩართული საჯარო ცხოვრებაში.

ჯაფარიძე წერს, რომ მნიშვნელოვანია სურათის სწორად დანახვა, რათა მცდარი მოლოდინები არ შეიქმნას, და ბრძოლის გაგრძელება ყველგან და ყველა ფორმით, სადაც ეს იქნება შესაძლებელი.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის, პარტიების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ერთობლიობის შედეგი ასეთი იქნება: 2024 წლის არჩევნებში მონაწილე ოთხივე კოალიციის/პარტიის ლიდერები ციხეში ან საზღვარგარეთ აღმოჩნდებიან; ამ ოთხი კოალიციის/პარტიის სიებში მყოფ 600 ადამიანს, ასევე „ფედერალისტებს“, დე-ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა.

ჯაფარიძის თქმით, იგივე ეხება ბოლო 8 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორში მომუშავე ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია უცხოური ორგანიზაციისგან გრანტი ან ხელფასი. მისივე თქმით, არ იცის, რამდენი ათასი ან ათეულ ათასი ადამიანია ამ ჯგუფში. მისი თქმით, თუ ვინმე ახალ პარტიას შექმნის და იქ ამ 600-დან ან ამ ჯგუფიდან თუნდაც ერთი ადამიანი მოხვდება, ეს პარტიაც აიკრძალება.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ასე ექსპლიციტურად არ წერია და ვინც თავს დაუხრის ან დემოკრატიის სურათის დახატვაში დაეხმარება, მათთვის შესაძლოა გამონაკლისი დაუშვან. მისი თქმით, ერთობლიობაში ივანიშვილი ამ სურათისკენ მიდის.

მისი თქმით, ამის შეჩერება და ბოროტი სისტემის ჩამოშლა შესაძლებელია. ჯაფარიძე მოუწოდებს, სურათი სწორად დაინახონ, მცდარი მოლოდინები არ ჰქონდეთ, გოდებას შეეშვან და ბრძოლა გააგრძელონ ყველგან, სადაც შეუძლიათ.

პოსტის ბოლოს ჯაფარიძე 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან იწვევს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ