პოლიტიკა

კობახიძემ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე კასისთან შეხვედრა შეაფასა

კობახიძემ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე კასისთან შეხვედრა შეაფასა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ კასისი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტიცაა.

„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან. ნიუ-იორკში გამართული ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დღეს განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ