პოლიტიკა

კობახიძე: უმრავლესობის სხდომაზე განსაკუთრებული საკითხი და სიურპრიზი არ იქნება

კობახიძე: უმრავლესობის სხდომაზე განსაკუთრებული საკითხი და სიურპრიზი არ იქნება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განიხილავენ და არც რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი იქნება დღის წესრიგში, არც სიურპრიზი.

კობახიძემ განმარტა, რომ გაიმართება როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. მისივე თქმით, ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ საზოგადოებას განხილულ საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას წარუდგენს.

„ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა. არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი. იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, ამ შეხვედრების შემდეგ, საზოგადოებას წარვუდგენ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინფორმაციით, სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ