პოლიტიკა

კირცხალია: უმრავლესობის სხდომის შაბათს ჩანიშვნა ჩვეულებრივი მომენტია

კირცხალია: უმრავლესობის სხდომის შაბათს ჩანიშვნა ჩვეულებრივი მომენტია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შაბათს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრადიციულად ასეთი სხდომა ყოველ ორშაბათს იმართებოდა და სხვა თარიღის დასახელებამ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მისივე თქმით, ეს ჩვეულებრივი მომენტია, ხოლო შეხვედრის შემდეგ განცხადებაც იქნება.

კირცხალიას განმარტებით, ინტერესი სწორედ სხვა თარიღის დასახელებამ გაამძაფრა. „იმედის“ ეთერში მან თქვა: „ლოგიკურია, რომ ინტერესი არის საზოგადოების მხრიდანაც, მედიების მხრიდანაც განსაკუთრებით. იცით, რომ პარტიული ცხოვრება მიმდინარეობს, საპარლამენტო ცხოვრება მიმდინარეობს. იცით, როგორ ფორმატებში ვიკრიბებით. მიჩვეულია ყველა, რომ ტრადიციულად იმართება ყოველ ორშაბათს ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა. ეს ჩვეულებრივი მომენტია. შეკრება, როდესაც პარტიული ცხოვრება მიმდინარეობს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ასე რომ, დარჩა ორი დღე და განცხადებაც იქნება შეხვედრის შემდეგ“.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. პარტიის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

მაჭავარიანის თქმით, სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ