პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონფერენციაზე სომხეთში ჩავიდა

ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონფერენციაზე სომხეთში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ პრემიერს სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწვევით, კობახიძე 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციას ერევანი მასპინძლობს. დაგეგმილია, რომ ლიდერთა სამიტზე მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა.

კობახიძე სომხეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციაში არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ