პოლიტიკა

აბესაძე: ვიქტორ ჯაფარიძემ „პოსტივი“ 1000 ლარად გაყიდა

აბესაძე: ვიქტორ ჯაფარიძემ „პოსტივი“ 1000 ლარად გაყიდა

იურისტ ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოსტივი“ 1000 ლარად გაყიდა. ინფორმაცია აბესაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისივე თქმით, მალე გამოჩნდება, რა დაპირისპირებაა „ქართულ ოცნებაში“.

აბესაძე წერს: „ვიქტორ ჯაფარიძეს 1000 ლარად გაუყიდია „პოსტივი". პრინციპში ეგაა რეალური ფასი იმ ბინძური პროპაგანდის, მეტი არა…

დანარჩენი, რატომ აღარ ანდეს პროპაგანდის ეს იარაღი მას და რა დაპირისპირებებია „ქოცებში“ - ეს მალე გამოჩნდება".

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ