პოლიტიკა

ALDE: ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

ALDE: ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

პარტია „ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის“ (ALDE) ინფორმაციას ავრცელებს, რომ თურქეთის აეროპორტში დააკავეს ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე, რომელიც ALDE-ს წევრი პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერია. ორგანიზაციის თქმით, ამ ინფორმაციით შეშფოთებულები არიან.

ALDE-ს მონაცემით, ჯაფარიძეს პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს, საკანში მოათავსეს და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯაფარიძე ბრიუსელში ტრანზიტით მიემგზავრებოდა, სადაც მიწვეული იყო და „Renew Europe“-ის ლიდერთა სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა.

„ვწუხვართ, რომ იგი ვერ შეძლებს სამიტში მონაწილეობას და იმედგაცრუებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ კვლავ გრძელდება ზეწოლა იმ ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ესწრაფვიან“, - აღნიშნულია ALDE-ს განცხადებაში.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ