პოლიტიკა

ყიფიანი: ოპოზიციური პარტიების აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება

ყიფიანი: ოპოზიციური პარტიების აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება

პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, არჩევნების გზით ცვლილებები კი პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. მისი თქმით, ამის შედეგად ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდე მანძილი მკვეთრად მცირდება.

ყიფიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები.

„მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში „გამარჯვებულ-დამარცხებულად" დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა - დამარცხდება ქვეყანა, განიავდება თვისობრივი განვითარებისათვის დღეს ჯერჯერობით კიდევ თუნდაც მცირედით არსებული რესურსი.

დაფიქრდით! ერთად ვიზრუნოთ ჯერ საქართველოსათვის და არა ჯერ პარტიასა თუ საკუთარი თავისათვის. და სანამ დროა, შეჩერდით - მივცეთ ქვეყანას პოლიტიკურად სუნთქვის საშუალება", - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ