პოლიტიკა

ბუჩუკური: დიქტატურის ჩამოყალიბებაზე ხელის მომწერებს ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევთ

ბუჩუკური: დიქტატურის ჩამოყალიბებაზე ხელის მომწერებს ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევთ

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის უფლებამოსილების შეწყვეტას პირადი განცხადების საფუძველზე.

ბუჩუკურის თქმით, ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობას აწერს ხელს, ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევს. მისივე სიტყვებით, „მაფიოზური“ პრინციპია, რომ ყველა უნდა გაისვაროს.

ბუჩუკური წერს: „ყველა პროკურორს, ყველა მოსამართლეს, ყველა დეპუტატს - ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანაში განსხვავებული აზრის აკრძალვაში იღებს მონაწილეობას და ხელს აწერს დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობას, ინდივიდუალური პასუხისგება მოუწევს. ცხადია, ზოგს გამოცდილება და გამბედაობა ჰყოფნის, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებას არ მოაწეროს ხელი“.

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლოს განცხადებით, ეს პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ