პოლიტიკა

პაატა დავითაია ვარშავაში მიხეილ ხადარკოვსკის შეხვდა

პაატა დავითაია ვარშავაში მიხეილ ხადარკოვსკის შეხვდა

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე და ანტი-ანექსიური პლატფორმის დამფუძნებელი პაატა დავითაია ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მიხეილ ხადარკოვსკის შეხვდა. შეხვედრის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახურმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხადარკოვსკი ამჟამად რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დავითაიამ და ხადარკოვსკიმ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ევროპის უსაფრთხოებაზე და რუსეთის ომზე უკრაინაში ისაუბრეს. განხილული იყო იმ გამოწვევებიც, რომლებიც აგრესორი ქვეყნის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს ექმნება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანტი-ანექსიური პლატფორმა გაერთიანებაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაფუძნდა და რუსეთის რეჟიმის აგრესიას მკაცრად აპროტესტებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ