პენიტენციური სამსახური - გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება, 24 - საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ არის, მასთან არ შესულა ვატო ყიფიანი - თუ ოჯახს სურვილი ექნება, ადვოკატს შეუძლია შევიდეს ციხე

Profiles / Other

ვატო ყიფიანი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი

ვატო ყიფიანი მედიაში მოიხსენიება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად. ბოლო დროს მისი სახელი ჩნდება დავით ფეიქრიშვილზე გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ განცხადებებში: ფეიქრიშვილისა და მისი ადვოკატის თქმით, ყიფიანი სხვა პირებთან ერთად საკანში შევიდა და მასზე იძალადა. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თქვა, რომ საკანში დავით ფეიქრიშვილთან სხვა პირები შეასახლეს, თუმცა იყვნენ თუ არა ისინი ყიფიანი და მისი თანმხლები პირები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ ყიფიანი გიორგი ფეიქრიშვილის საკანში შევიდა.