
მამუკა ფიფია „ქართველებისა და რუსების ერთობის“ ფონდის თანადამფუძნებელია; მეორე თანადამფუძნებელი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. მედია მას პრორუს პოლიტიკოსად და ბიზნესმენად მოიხსენიებს, ხოლო დიდი ბრიტანეთი მას ასანქცირებს. 28 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ მრგვალ მაგიდაზე ფონდის პრეზენტაცია მოეწყო. ბოლო დროს ფიფიამ რუსულ მედია Mir-Info-ს მიცემულ ინტერვიუში გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად „ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენად“ შეაფასა, ხოლო BM.GE რუსეთის მიერ ქართული ღვინის კომპანიების ემბარგოს სიის გაფართოების შესახებ ინფორმაციას მასზე დაყრდნობით ავრცელებდა.