პროკურორი ვატო ყიფიანის, ბილანიშვილისა და შოთა ყიფიანის პატიმრობას ითხოვს

Profiles / Other

შოთა ყიფიანი

ბრალდებული

შოთა ყიფიანი ბრალდებულია თბილისში, რესტორანში მომხდარ ჯგუფური ძალადობის საქმეზე, რომელშიც ვატო ყიფიანი (ვახტანგ ჟვანია) და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწროც“ არიან ბრალდებულები. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს სამივე ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა დაზარალებულს; მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ეწერებათ, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორი ვახტანგ ხარებაშვილი სასამართლოსგან ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.