ნინო აბრამიშვილი მოითხოვს, რომ მისი შვილის, დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს

Profiles / Other

ნინო აბრამიშვილი

ფეიქრიშვილების დედა

ნინო აბრამიშვილი პატიმარი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედაა. ბოლო დროს მედიაში ჩნდება დავით ფეიქრიშვილის გლდანის ციხეში ცემის ფაქტთან დაკავშირებული განცხადებებით: ის ითხოვს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს და პასუხისგებაში მიეცნენ ციხის უფროსი რამაზ ფირცხალავა და პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე. აბრამიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეც მივიდა, ხოლო მისი განცხადება, რომ გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.