
ალეკო ელისაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერია, რომელიც პატიმრობაშია. პირველი ინსტანციის სასამართლომ ის თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივში ცეცხლის გაჩენის მცდელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ახლა კი საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, პროკურატურას ელისაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ ოჯახთან და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს.