
მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრია. ის იმ ხუთ ადვოკატს შორისაა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინტერესებს დაიცავენ; არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ სარჩელი მტკიცებულებათა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ხოლო პარტიების აკრძალვა, მისი შეფასებით, „დემოკრატიას ანგრევს“.