Profiles / Parliament and parties

თორნიკე ჭეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

Date of birth
8 November 1991

თორნიკე ჭეიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. ის იმ ოთხი პირიდან ერთ-ერთია, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის სარჩელს წარადგენს, რომლითაც თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა მოითხოვება. სხდომების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარეს სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, ოპოზიციის შუამდგომლობები ერთმანეთის მსგავსია და პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად, ხოლო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მიუღებელი ეპითეტები გამოიყენეს.