რევაზ სოხაძე

Profiles / Government

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრი

რევაზ სოხაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია. ბოლო დროს მან თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს, რომლებიც დადიანის ქუჩაზე სკოლის მშენებლობის დასრულებას ითხოვდნენ, შეხვედრაზე განუცხადა, რომ ახალ სკოლაში სწავლა მომავალი წლის სექტემბერში დაიწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობაზე აღარ იქნება. გადაცემა „ღია ეთერში“ მან თქვა, რომ თბილისის №166 სკოლის მშენებლობა დემონტაჟის დასრულების შემდეგ დაიწყება და სავარაუდოდ სამი წელი დასჭირდება, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდში სოფლებში დროებითი მოდულური სკოლები მოეწყობა.