
Profiles / President, courts, agencies
გიორგი პატარიძე
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი
გიორგი პატარიძე იყო იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი. პატიმარ დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ მისთვის უფლებამოსილება შეეჩერებინათ, თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ მისი ბრალეულობა გამოძიების ფარგლებში ჯერ გამოკვეთილი არ არის. ამის შემდეგ პატარიძემ თანამდებობა დატოვა, სამსახურის ახალი უფროსი კი რამაზ თათარაშვილი გახდა. ფეიქრიშვილის დედა, ნინო აბრამიშვილი, პატარიძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.