
დავით ოქიტაშვილი „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელია. ბოლო დროს ის სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერებს, მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს აკრიტიკებს და 2012 წლის გამარჯვებაში მათი წვლილის შესახებ კითხვებს სვამს. ფეისბუქპოსტით მან პროკურატურას მიმართა და ყოფილი კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ხარჯების განკარგვის შესწავლა მოითხოვა. მის განცხადებას გამოეხმაურნენ პაპუაშვილი, გიგა ფარულავა და ეკა ბესელია.