კახეთში რთველი დასრულდა: ღვინის ქარხნებმა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, მევენახეებს ანაზღაურება სრულად ერიცხებათ.

კახეთში რთველი ოფიციალურად დასრულდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ღვინის ქარხნებმა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადაამუშავეს.
უწყების ცნობით, მევენახეებს ჩაბარებული ყურძნის ანაზღაურება ორი კვირის განმავლობაში სრულად ჩაერიცხებათ.






