კახეთში რთველი ოფიციალურად დაიწყო: საფერავის ფასი კილოგრამზე 2 ლარია
ღვინის ქარხნები წელს 300 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველი ყველა მევენახე რაიონში დაიწყო. რქაწითელის ფასი კილოგრამზე 1.2 ლარია, საფერავის — 2 ლარი.
ფერმერებს ანაზღაურება ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში ერიცხებათ. სამინისტრო რთველის მიმდინარეობას ონლაინ რუკაზე აჩვენებს.
თელაველი მევენახის თქმით, წელს მოსავალი მაღალი ხარისხისაა, თუმცა სექტემბრის წვიმების გამო რაოდენობა ოდნავ შემცირდა.



