ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა
ბანკის შეფასებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა, თუმცა გარე რისკები კვლავ მაღალია.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. სექტემბერში წლიური ინფლაცია 3.1% იყო.
კომიტეტის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობა მაღალი რჩება, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი სტაბილურია. ბანკი რისკად საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასების ცვლილებას ასახელებს.
რას ნიშნავს ეს სესხის მქონეებისთვის
ანალიტიკოსების შეფასებით, ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები უახლოეს თვეებში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. კომიტეტის შემდეგი სხდომა დეკემბერშია დაგეგმილი.


