თბილისში თანამედროვე ხელოვნების ბიენალე იხსნება: 40 ქვეყნის ხელოვანი მონაწილეობს
ბიენალე ექვს საგამოფენო სივრცეში გაიმართება და ორ თვეს გაგრძელდება.

თბილისში თანამედროვე ხელოვნების ბიენალე იხსნება. გამოფენებზე 40 ქვეყნის ხელოვანთა ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
ორგანიზატორების ცნობით, ბიენალე ექვს საგამოფენო სივრცეში გაიმართება, შესვლა სტუდენტებისთვის უფასო იქნება.



