სახელმწიფო სერვისები ერთიან მობილურ აპლიკაციაში გაერთიანდება
პირველ ეტაპზე აპლიკაციაში 40-მდე სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის ცნობების აღება და გადასახადების გადახდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციის სატესტო ვერსია დეკემბერში გამოვა. მომხმარებელი იდენტიფიკაციას ელექტრონული პირადობის მოწმობით ან ბიომეტრიით გაივლის.
სამინისტროს ცნობით, მომავალ წელს სერვისების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.


