ექსკლუზივიბიზნესი
ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
ლოგისტიკის პლატფორმა მიღებულ თანხას რეგიონულ ბაზრებზე გასვლასა და გუნდის გაფართოებას მოახმარს.

Genews-ის ინფორმაციით, თბილისში დაფუძნებულმა ლოგისტიკურმა პლატფორმამ ინვესტიციის მორიგი რაუნდი დახურა. რაუნდს ევროპული სავენჩურო ფონდი ხელმძღვანელობდა.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, თანხა სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გასვლას და 40 ახალი თანამშრომლის აყვანას მოხმარდება.
„ქართული ტექნოლოგიური კომპანიები უკვე რეგიონული მასშტაბით აზროვნებენ“, — აღნიშნა მან Genews-თან საუბარში.


