საქსტატი: ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში 7.4% იყო
ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობამ, მშენებლობამ და ტრანსპორტმა შეიტანა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მესამე კვარტალში ეკონომიკა 7.4%-ით გაიზარდა. ცხრა თვის საშუალო ზრდა 7.1%-ს შეადგენს.
ექსპერტების აზრით, ზრდის ტემპი ტურიზმისა და ტრანზიტული გადაზიდვების მატებითაა განპირობებული.

