ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.
გთავაზობთ ODIHR–ის საკვანძო რეკომენდაციების თარგმანს:
უმნიშვნელოვანესია, მოსამართლეები ირჩეოდნენ მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურებით, რომელიც ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი კანდიდატების შეჩევას უზრუნველყოფს. ამ კონტექსტში მოსამართლეთა დანიშნვის დაჩქარებული პროცედურები, რომლებსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, შემაშფოთებელია. კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს შერჩევის ნათელი კრიტერიუმები შერჩევის ყველა ეტაპისათვის და დაკონკრეტდეს, რომ ნომინირებული კანდიდატი უნდა იყოს ყველაზე კვალიფიციური წარმოდგენილ კანდიდატებს შორის;
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა ძირს უთხრის მოსამართლეთა შერჩევის ღირსეულ პროცესს და ეს უნდა შეიცვალოს; ის უნდა ჩანაცვლდეს იმგვარი პროცედურით, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქულების მიხედვით დაალაგებს კანდიდატებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც იქნება საჯარო;
კანონპროექტმა უნდა დაარეგულიროს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენის კონტექსტში;
წარუმატებელ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ;
პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის არჩევა და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ძალაუფება, დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო შემადგენლობა, პროცესის პოლიტოზირების რისკებს შეიცავს, რამაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უზენაესი სასამართლოსა და მისი მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას;
ამ რისკების შესამცირებლად მოსამართლეების დანიშნვის პროცესში პარლამენტის როლი უნდა იყოს მკაცრად შეზღუდული, გამოიხატოს პროცესზე ზედამხედველობითი ფუნქციით და უზრუნველყოს მოსამართლეთა დანიშნვა მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე;
სასამართლო სისტემის რეფორმაში სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული;
კანდიდატი რაც შეიძლება, გამოცდილი უნდა იყოს. არამოსამართლე კანდიდატის მიმართ მოთხოვნა, რომ მათ აუცილებლად ჰქონდეთ ჩაბარებული სასამართლო კვალიფიკაციის გამოცდა, უნდა ჩანაცვლდეს სხვა გამოცდით როგორც არამოსამართლე, ისე მოსამართლე წევრებისთვის;
შემოღებულ იქნას დამატებითი მოთხოვნები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის, უფლებების სფეროში ვრცელი ექსპერტიზის ჩათვლით.
განისაზღვროს, რომ კანდიდატების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია 3 წლის შემდეგ განადგურდება.
კანდიდატის შერჩევა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა მოხდეს. ამასთან, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში მეტად უნდა იყოს დაცული გენდერული ბალანსი.
ცნობისთვის: კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასების მომზადების თხოვნით ODIHR-ს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
Discussion about this post