სოციალურ ქსელში, გვერდზე – “ქუთაისი”, პატრულის თანამშრომლების სახალისო კომენტარებს ავრცელებენ, რომლებიც მოძრაობისას მოქალაქეებს საპატრულო მანქანიდან მიმართავენ.
- ქორილში მიმავალ მძღოლს, რომელმაც წითელზე გაიარა, პატრულმა მიაძახა. „მოგიწევს ქორწილის ფულზე 50 ლარის დამატება“;
- “მერსედესი”, ვის იცნობ, კი მარა ამნაირს, “პროწივზე” რო მოდიხარ”;
- “ოპელი”, რანაირად მოძრაობ, არ მცალია ახლა, თორე კაი ჯარიმას გამოგიწერდი”;
- დისტრიბუციის მანქანა დგას ცუდად და პატრულის თანამშრომელი მიმართავს მძღოლს“ბორჯომი გაიყვანე, გაუვიდა გაზი”;
- “ბეემვე” ეგ რემენი “რექსონაა”, იღლიაში რო ამოგიდია?”.
- ”ერთი წერდა ჭავჭავაძეზე გავაჩერე ბაზრის წინო და ციგნები მოვარდნენ კარტით გიმკითხავებო, ამ დროს ჩამოიარა პატრულმა და მომიყენა გვერდით მანქანა და რა ხდება ამოვიდა კარტში 50 ლარიანი ჯარიმაო? “
- “გზაგამტარ ხიდზე -სამტრედიის ხედზე გადადის ნივა და ჩართო “პავაროტნიკი” (ციმციმმაშუქი) და არ გამორთო მოხვევის დასრულების მერეც და პატრულმა დაუძახა : ნივა ხტები ხიდიდან ნივა?
საპატრულო ეკიპაჟის წევრების ამ და სხვა სახალისო მიმართვებს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება და მოწონება აქვს.
Discussion about this post