9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.
ნახეთ ვიდეო აქ