ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში 71 წლის ქალი დააყაჩაღეს და სცემეს.
როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, დაკავებული ქალები მათი თანასოფლელები არიან, თუმცა ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.
ისინი კარგად იცნობდნენ დაზარალებულ მოხუცს.
,,ჩვენი სოფლელები არიან დამნაშავეები, მაგრამ თბილისში ცხოვრობენ. ლილოს ბაზრობაზე ვაჭრობდნენ და იქ ჰქონდათ ბიზნესები. ერთმანეთის ნათესავები არიან, დაკავებული ქალები, კერძოდ დეიდაშვილები. ს. ი. ადრე ნასამართლევი ყოფილა, მასთან ერთად დაკავებულია მისი არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭი.
ახლა ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. მეზობლები ყველანი ითხოვენ მათ უმკაცრესად დასჯას. დაზარალებული 71 წლის მოხუცი ქალბატონია. მას დაესხნენ სახლში თავს, მოუთხოვიათ ფული და ოქროული. ქალს უთქვამს 200 ლარი მაქვსო და ის ფული გამოუტანია, ამის შემდეგ დაუწყეს ცემა და ძალადობა, ითხოვდნენ მოხუცისგან ოქროულს და ფულს. ოქროული საწყალს არ ჰქონდა, მარტო ცხოვრობდა სახლში, როგორც ამბობს, თავის დასაკრძალ ფულს აგროვებდა და ეს მოგროვილი 8200 ლარი წაიღეს, წავიდნენ და ნაცემი ქალი დატოვეს სახლში“, – ამბობენ თანასოფლელები.
წყარო: ambebi.ge

























