მსოფლიოში ოქროს ფასმა იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 069 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.95%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 82.01 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 3.46%-ით შემცირებული ფასია.
ოქრო მცირედით, მაგრამ გაიაფდა საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 464 ლარია, 750-სინჯიანი – 348 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 271 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.41 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.73 ლარად არის შესაძლებელი.


















